დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში საველე ჰოსპიტალი ეწყობა.
სამუშაოები უკვე დაწყებულია.
უცნობია, როდის დასრულდება ის და როდის შეძლებს კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღებას.
ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ საველე ჰოსპიტლის საკითხი განიხილება, თუმცა, კონკრეტულად სად გაიშლებოდა საწოლები, ტიკარაძემ არ დააკონკრეტა.
ჯანდაცვის უწყების განცხადებით, საქართველოს კლინიკებში სულ 8 000 საწოლის მობილიზებაა შესაძლებელი და მათი უმეტესობა დაკავებულია.
კომენტარები