კოვიდინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ამჟამად დიღმის საველე ჰოსპიტალში მკურნალობენ, საშუალო სიმძიმისაა, – ამის შესახებ საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა, რევაზ კუჭუხიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისივე თქმით, საველე ჰოსპიტალში ამჟამად 19 პაციენტი იმყოფება.
„პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, საველე ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების უმეტესობას დელტა შტამი უდასტურდებათ. რამდენიმეს მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე მათ ჟანგბადი არ სჭირდებათ“, – განაცხადა საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა.
დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება 20 აგვისტოს დაიწყო.
კომენტარები