დღეს ძლიერი აფეთქება მოხდა დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში და წინასწარი ვერსიით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
“დიღომი გაზის” დირექტორი, ჯემალ წერეთელი “პირველებთან” კომენტარს აკეთებს და თავისი ვერსიაც აქვს, რას მოჰყვა აფეთქება, მეტიც, იგი ამბობს, რომ “რა თქმა უნდა” სწორედ მისი ვერსიაა მართალი. იგი ამბობს იმასაც, რომ მათი მხრიდან, ყველაფერი რომ წესრიგში იყო, ეს გამოძიებამაც იცის, თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მყისიერად გადაეცა დოკუმენტაცია გამოძიებას, როგორ მოახერხა გამოძიებამ ასე მცირე დროში დოკუმენტაციის შემოწმება, შემდეგ დოკუმენტაციის შედარება არსებულთან, ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის გაკეთებაც კი – უცნობია. წერეთელი ირწმუნება იმასაც, რომ დასახლებიდან გაზის მკვეთრი სუნის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ.
“ერთი თვის წინ არის გაშვებული გაზი და ყველაფერი წესრიგშია. ეს გამოძიებამაც იცის. მანდ საგარანტიომ დაამონტაჟა გათბობის ცენტრალური ქვაბი. თუ აფეთქება გაზის მიზეზით არის, მაშინ ადვილი შესაძლებელია, რომ იქ არის რამე მიზეზი. რა თქმა უნდა ეს იქნება ქვაბი”- თქვა წერეთელმა
სახლის მეპატრონე კი, ასევე “ტვ პირველთან” აცხადებს, რომ გაქირავებულ ბინაში რემონტი ახალი გაკეთებული იყო და შესაბამისად ახალი და დაუზიანებელი იყო ტექნიკაც და კომუნიკაციებიც.
კომენტარები