ჟურნალისტი მაკა რაზმაძე:
„ახალგაზრდები ვიყავით ჩვენც,როცა 9 აპრილს იმავე კიბეებზე ვიდექით და რუსის ჯარს სიმღერით შევეგებეთ!დილა რომ გათენდა ვინც გადავრჩით ყველას კარგად გვახსოვს როგორ გვლანძღავდა მოსახლეობის ნაწილი-აი რა გააკეთეთ,ხალხი ამოახოცინეთ,რატომ არ დაიშალეთო(ზოგი ახლა ასე ფიქრობს 9 აპრილზე)… არ დავიშალეთ,რადგან გვჯეროდა რომ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლის შეწირვა ღირდა და შიშველი ხელებით დავხვდით დამპყრობლის ტანკებს.მაშინ სწორედ ამ ახალგაზდების ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის ვიბრძოდით ახლა რომ თვითონ იბრძვიან უკეთესი საქართველოსთვის და მაშინ ჩვენ გავიმარჯვეთ!
ნუ ეჩხუბებით და ნუ ამტყუნებთ ახაგაზრდებს,მოუსმინეთ, რადგან მათ იციან როგორ იბრძოლონ ისე,რომ მერე თავიანთი შემდგომი თაობისთვის უკეთესი მომავალი შექმნან
გჯეროდეს საკუთარი შვილების და ისინი ყოველთვის გაიმარჯვებენ სიმართლისთვის ბრძოლაში!“
კომენტარები