სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება – შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს რომ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„რომ გითხრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატროარქოსთან რომ ასე გადავწყვიტეთთქო, არა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით. ალბათ შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია. საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება, ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის წინაშე, გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს გვერდში დგომისთვის“
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, სააღდგომო ღამისთევაზე მისული მრევლი დაჯარიმდება თუ არა, მინისტრმა თქვა:
„კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ კანონსო…
კომენდანტის საათის დროს თუ იქნება, რომ 6 საათამდე აღარ გამოვიდნენ გარეთ, რასაც იძახდნენ ჩვენი სასულიერო პირები, კანონის დარღვევა იქნება თქვენი აზრით? მე ხაზი გავუსვი, რომ ჩვენ შევთანხმდებით საპატქრიარქოსთან. თუ შევთანხმდებით, რომ იქნება მასე, იქნება მასე. თუ არ შევთანხმდებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ ექნება. თვითონ მოუწოდებენ მეუფეები, რომ დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ კანონს”
ნიუპოსტი
კომენტარები