თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა „პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს:
„ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გვქონდეს კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. რამდენიმე მოქალაქესთან პირდაპირ ხაზზეც ვიყავით. ახლა 10 მანდილოსანთან, რომლებიც იქ მუშაობენ და ჩარჩენილები არიან, გვქონდა სატელეფონო საუბარი. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველასთან გვქონდეს გარკვეული კომუნიკაცია.
ჭირს საუბრები, ინტერნეტი გათიშულია და ზოგ ქალაქში საერთოდ დაბლოკილია და არ მუშაობს, რადგან დაზიანებებია. ტელეფონებით, მოკითხვით და ახლომდებარე ქალაქებიდან გადარჩენილი ქართველების მეშვეობით ვცდილობთ მათთან დაკავშირებას.
ჩვენი საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი. დილით 10 მოქალაქე დაგვხვდა დაკარგულთა სიაში, აქედან, საბედნიეროდ, 7 ვიპოვეთ და 3-ის კვალს ვეძებთ და იმედია, მათაც ვიპოვით“
კომენტარები