ნიკა ქავთარაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე დაუმორჩილებლობის აქციას შეუერთდა. იუმორისტი ამბობს, რომ ახალგაზრდების პროტესტი გადამდებია და აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება:
,,დილით ჩავრთე ტელევიზორი, “ტვ პირველი”, და ვნახე, როგორ აკავებდნენ ჩემ შვილს, არცერთი მამისთვის არ არის ეს სასიამოვნო, მაგრამ 20 წლის ადამიანი ასე იბრძვის თავისი ქვეყნისთვის. იმდენად გადამდებია ეს, დედაჩემი, მე და ჩემი შვილები, გავერთიანდით სულ ყველა, მთავარი პრობლემის წინაშე და ყველა აქ ვართ.
არ ვიცი რა ნიშნები სჭირდებათ ადამიანებს კონკრეტული – რუსეთის დროშა სახლზე, რუსი პოლიტიკოსი სავარძელში, თუ რა. ყველაფერი არის იმის ნიშნად, რომ რუსეთი ცდილობს ქვეყანა წაგვართვას“
კომენტარები