ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე TV პირველთან სატელეფონო საუბარში განმარტავს, რატომ არ ესწრებოდა რუსული კანონის მეორე მოსმენით კენჭისყრას:
,,დილით ფეხი ვეღარ დავდგი, რომ იტყვიან, გაუსაძლისი ტკივილი მქონდა და აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი სეკვესტრირებული თიაქარით დავდიოდი. ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე და ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია.“
კომენტარები