მძიმე ეპიდვითარების მიუხედავად ხელისუფლება გეგმებს არ ცვლის და მუნიციპალიტეტებში კონცერტების ჩატარებაზე უარს არ ამბობს. მძიმე ეპიდვითარების გამო ზუგდიდში კონცერტის გამართავს აპროტესტებენ, საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან. ისინი აცხადებენ, რომ ზუგდიდის მერიისგან მიიღეს დაპირება რომ თუ პანდემიის გამო სიტუაცია გართულდებოდა, გასართობი ღონისძიებები გაუქმდებოდა, თუმცა ოპოზიციის ინფორმაციით ადგილობრივი ხელისუფლება კონცერტს ისევ აორგანიზებს.
“პირდაპირი დავალება იყო იმისათვის, რომ ამ იმედთან არსებულ გნოლიძის ბენდს ვიღაცამ ფინანსური უზრუნველყოფა გაუკეთოს ამ ზაფხულის განმავლობაში. მათ აქვთ ტურნეები დაგეგმილი მთელი საქართველოს მასშტაბით როგორც ვნახეთ. ამ უმძიმეს პანდემიურ ფონზე, როცა ყოველ დილით ხელისუფლება გვთხოვს დავიცვათ რეგულაციები და თავშეყრის ადგილებისგან თავი შევიკავოთ როგორმე, საღამოს საათებში კონცერტს გვიტარებენ სადაც ათასობით ახალგაზრდა უნდა დაესწროს, სრული უპასუხისმგებლობაა”, – თქვა ზუგდიდის საკრებულოს წევრმა, ბართლომე შელიამ.
კომენტარები