გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:
,,რამდენიმე წუთის წინ კორუმპირებული ფეოდალის – დიმიტრი ხუდაძის დაჯგუფების წევრი, ვინმე გიორგი მურჯიკნელი, შურისძიების მიზნით, ავტომანქანის დაჯახებას შეეცადა ჩვენი გუნდის ერთგული და აქტიური წევრის – ლია ყოჩიშვილისთვის, რომელიც ხუნდაძეს და მის დაჯგუფებას ხშირად ამხელს კორუფციაში. შურისძიების მიზეზი გუშინ ქსანში ამ ადამიანის და ჩვენი დეპუტატის შალვა კერესელიძის პოლიტიკური აქტივობა გახდა.
აი ასეთ წინასაარჩევნო გარემოს ეძახის კობახიძე-პაპუაშვილის დაჯგუფება მშვიდს. ანუ, ადამიანი მხოლოდ იმიტომ გაიმეტეს მოსაკლავად, რომ ხუნდაძის საფეოდალოში კამპანიის ჩატარება გაბედა. ჩვეულებრივი კრიმინალური წესებით მართავენ ქვეყანას.
ქართული ოცნება / Georgian Dream თქვენთვისვე აჯობებს, რომ გამოძიება სწორი კვალიფიკაციით წარმართოთ და არც ერთი დამნაშავე არ დატოვოთ დაუსჯელი. თორემ არჩევნების შემდეგ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება გაცილებით მკაცრად მოგხედავთ.
ტყუილად გგონიათ, რომ კამპანიას გაგვიჩერებთ. ერთს შეუშლით ხელს? ასი მოვალთ.”
კომენტარები