მთავარი არხის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების კიდევ ერთი ჩინოვნიკი ემიგრაციაში გაემგზავრა – სოფელ დირბის გამგებელი მალხაზ დოღნაძე სამუშაოდ პოლონეთში წავიდა.
ადგილობრივების თქმით, დოღნაძემ ქვეყანა დაახლოებით 2 თვის წინ დატოვა და ამ დრომდე უკან არ დაბრუნებულა.
დოღნაძემ მედიასთან დაადასტურა, რომ პოლონეთში იმყოფებოდა, თუმცა მისი თქმით, ის ევროპაში სამუშაოდ არ წასულა.
“მე არ ვარ სამსახურში, პოლონეთში ვარ. არა [სამუშაოდ არ ვარ] სხვა საქმეზე ვარ. მე განცხადება მაქვს დაწერილი და წამოვედი სამსახურიდან..ამ წუთში პოლონეთში ვარ, მივდივარ სხვაგან, რა გინდათ მითხარით და გაგცემთ პასუხს. არც ისე გადასარევია [ევროპა] რა გიპასუხო სიმართლე”, – თქვა მალხაზ დოღნაძემ.
დოღნაძე არაა ერთადერთი ჩინოვნიკი, რომელმაც ქვეყანა დატოვა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში გაემგზავრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სამი გამგებელი.
კომენტარები