პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
“მე არ ვიცი, რა სიმბოლიკა ჩადეს ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ დივანთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არც თუ მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
“დივანის აქტივიზმი”, “დივანის პოლიტიკა”, ანუ სხვაგვარად slacktivism კნინობითი კონოტაციის მატარებელია.
“დივანის აქტივისტი” ძირითადად დაკავებულია საკუთარი ეგოს მხარდაჭერით და არა იმათი პრობლემების გადაწყვეტით, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.
რაც შეეხება საკუთრივ სიტყვას slacktivism – რთული სიტყვაა და ორი სიტყვისგან შედგება slacker (ქართულად “უსაქმური”) და activism.
იმედია, არ მიწყენენ. მე ისინი ნამდვილად მიმაჩნია გამორჩეულ ადამიანებად ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში.”
კომენტარები