პარლამენტარმა „ქართული ოცნებიდან“, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ დმანისში ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანულ თემებს შორის კონფლიქტზე საუბრისას „ორი სახელმწიფო“ ახსენა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, საკითხი „ორ სახელმწიფოს შორის მეგობრულ ატმოსფეროში გადაწყდება“.
„საქართველოსთვის ყველა თავისი მოქალაქე არის ძალიან ძვირფასი. რა თქმა უნდა, ეს კონფლიქტი იქნება დარეგულირებული, აუცილებლად უნდა იყოს გამოძიება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება სამართლიანად გადაწყვეტილი კონფლიქტი. გამოიძიებენ იმ ადამიანებს, ვინც ამ კონფლიქტს ან აღვივებდა, ან დაიგეგმა წინასწარ, ან არ დაიგეგმა წინასწარ და ამას ყველაფერს აუცილებლად მიხედავს სახელმწიფო და გადაწყდება ყველაზე საუკეთესო, მეგობრულ ატმოსფეროში, დარწმუნებული ვარ, ორ სახელმწიფოს შორის“, – განაცხადა ბოლქვაძემ 17 მაისს აჭარის ტელევიზიის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ [სტილი დაცულია
ელისო ბოლქვაძე ან ხელს ადებს აზერბაიჯანს კონფლიქტის გაღვივებაში, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში და ამის გადაწყვეტას აპირებს ორ სახელმწიფოს შორის, ან სახელმწიფოში სახელმწიფოს ქმნის! (?)
კომენტარები