დმანისის მოსახლეობამ 100 კილომეტრიანი მარში დაიწყო. მოქალაქეები ოთხი ქალაქისა და 20 სოფლის შემოვლას ფეხით აპირებენ. პირველი გაჩერება ბოლნისია, 29 მარტს ბოლნისში, მერიის შენობასთან აქციას გამართავენ, ხოლო 30 მარტს – მარნეულში, ასევე მერიის შენობის წინ. სამდღიანი მსვლელობა 31 მარტს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება.
აქტივისტების მოთხოვნა უცვლელია, ისინი პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
მსვლელობის მონაწილეები ადგილობრივ მაცხოვრებლებს მოუწოდებენ 31 მარტს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
გავიარეთ 20-25 კილომეტრი. ახლა ვართ დაბა კაზრეთთან. ვგეგმავთ, რომ დღეს საღამომდე ჩაიდეთ ბოლნისში, სადაც დავბანაკდებით და ხვალ უკვე მარნეულისკენ გავემართებით, სადაც ასევე დავრჩებით. გვინდა, რომ როგორც ბოლნისის ასევე მარნეულის მერიებთან გავმართოთ პატარა აქცია და ვთოვთ ყველას, თუნდაც ჩვენი მარშის გასამხნევებლად შემოგვიერთდნენ ამ აქციებზე. ბოლნისში დღეს საღამოს და ზეგ მარნეულში. 31 მარტს უკვე საღამოს შევუერთდებით თბილისის დიდ აქციას რუსთველზე”, – ამბობს ლაშა ჩხვიმიანი.
ცნობისთვის, 31 მარტს, თბილისში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღის აღსანიშნავად მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება.
კომენტარები