დმანისში ვითარება ისევ დაძაბულია – აქციის მონაწილეების ნაწილმა დმანისის ცენტრში პოლიციის შენობასთან გადაინაცვლა. ადგილობრივები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავა პოლიციამ დღევანდელი აქციიდან.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავებიც.
ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივი ეთნიკური აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა აქციის გამართვა დააპირეს. ისინი გუშინდელი ინციდენტის გამოძიებას და მასში მონაწილეების დასჯას ითხოვდნენ.
ორივე მხარეს მოქალაქეები ქვებით და ხელკეტებით არიან შეარაღებულნი. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორისაა სამართალდამცავიც.
კომენტარები