ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დმანისში მომხდარ ინციდენტში ბრალდებული “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი პატიმრობაში დატოვა.
სასამართლოზე ბრალდებულმა აღიარა, რომ ენმ-ს მხარდამჭერების დაჭრა მისი დანით მოხდა, თუმცა თქვა რომ ეს პოლიტიკური მოტივით არ მომხდარა.
დაცვის მხარე ამბობს, რომ დაუთაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა თქვა, რომ ოპოზიციამ სწორედ ეს გამოიყენა და პროვოკაცია მოაწყო.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს, დმანისის სოფელ განთიადში, ოპოზიციის მერობის კანდიდატი გიორგი ტატუაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ხვდებოდა, რა დროსაც ადგილზე მმართველი გუნდის მხარდამჭერები მივიდნენ და მათ დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებისას “ნაციონალური მოძრაობის” ორი მხარდამჭერი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ დავით დაუთაშვილი დააკავა, რომელიც “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილია.
კომენტარები