ადამიანები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ დმანისის ცენტრში შესვლას, პოლიციის კორდონი გაარღვიეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურად დაპირისპირებასაც.
დმანისთან შესასვლელი გზები სამართალდამცველები რამდენიმე საათის წინ გადაკეტეს, რასაც მაშინვე მოჰყვა უკმაყოფილება.
ტვ პირველი კი ავრცელებს კადრებს, რომლებიც აქციის მონაწილეებისა და შსს-ს წარმომადგენლის მისალმებას ასახავს:
მისალმება “ქართულ ჯიგრულ პონტში”…
კონკრეტულად დღის რომელ საათზეა კადრები გადაღებული, კორდონის გარღვევამდე, თუ მის მერე, უცნობია.
კომენტარები