ფოტო – ნენე დალაქიშვილი – “ეს გოგო, მიწაზე არ იჯდა. მეშვიდე სართულზე, აბაზანაში იმალებოდა, გადაარჩინეს.”
უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე:
“1000 % დარწმუნებული ვარ ხვალ დილამდე დნეპრის გამო იქნება ძალიან სერიოზული შურისძიება და პასუხი უკრაინის მხრიდან , ხვალ დილამდე.”
შენახსენებთ, დნიპროში რუსული რაკეტა 16 სადარბაზოიან სახლს მოხვდა, სადაც ჯამში დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის, იური იგნატის ინფორმაციით, დნიპროში მრავალსართულიანი კორპუსი რუსებმა რუსული X-22 და ტუ-22M3 ბომბდამშენებით დაბომბეს.
იგნატის თქმით, რუსეთმა ეს რაკეტები გამოიყენა უკრაინაზე თავდასხმების დროს 5, 12 და 29 დეკემბერსაც. ასევე ივლისში, როდესაც კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა – “დღეს რუსეთმა უკრაინაში 5 ასეთი რაკეტა გაუშვა”– დასძინა იგნატმა.
“რატომ ვუწოდებთ მას ტერორისტულ იარაღს? იმიტომ, რომ რაკეტები შექმნილია საჰაერო სამიზნეებზე დასარტყმელად ათასობით დამაზიანებელი ელემენტით, რათა გაანადგუროს თვითმფრინავი, რაკეტა, უპილოტო საფრენი აპარატი ან ვერტმფრენი. ეს ფრაგმენტები დაფრინავს ასობით მეტრზე, ურტყამს მშვიდობიანი მოსახლეობას. ქალაქებში სროლა არის სუფთა წყლის ტერორიზმი. ეს რაკეტები დღეს კიევს მოხვდა”, – თქვა მან.
ბოლო ინფორმაციით 12 ადამიანია გარდაცვლილი, ერთ-ერთი დაღუპული 15 წლის მოზარდია.
დაშავებულია 64. დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც.
ამ წუთებშიც მიმდინარეობს ნანგრევებში ადამიანების ძებნა.
კომენტარები