ევროოპტიმისტების წევრი, რომან გოცირიძე ვახტანგ გომელაურის კომენტარს ასე ეხმაურება:
„ზუსტად ისაა, რასაც ვამბობდით.
რა გავიგეთ ამ მოკლე კომენტარიდან: სრული საერთაშორისო იზოლაცია. დოლარებში ანგარიში გაუუქმდათ, ვიზა და მასტერქარდი გაეყინათ, უცხოურ ვალუტაში ტრანსაქციებს სამუდამოდ დაემშვიდობნენ ( მაგნიტსკის სიიდან ამოღების მექანიზმი არ არსებობს). ორი გზა აქვთ ლარში შიდა ანგარიშწორების განხორციელების. ერთია ლარის პლასტიკური ბარათის გამოყენება, მაგ. ლიბერტი ბანკის საპენსიო ბარათისა, ან შსს-მ აიღო კორპორატიული ბარათები სამინისტროს სახელზე და გადასცა მათ. ეს უკვე მთავრობის მხრიდან მაგნიტსკის სიის ფიგურანტებისადმი ფარული დახმარება და სანქციების გვერდის ავლის მექანიზმის შექმნაა. თუ ასეა, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.
ესენი პირველი მერცხლებია. არჩევნების მერე არნახულ სანქციებს უნდა ველოდოთ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს.“
კომენტარები