აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ევროპისა და რუსეთის საკითხებში ენდრიუ პიკი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით Bloomberg-ი წერს.
მედია იუწყება, რომ პიკმა თეთრი სახლი 17 იანვარს დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესს.
პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე ენდრიუ პიკმა სულ 3 თვე იმუშავა. მომავალ კვირას ის თეთრი სახლის ლიდერთან ერთად დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე აპირებდა გამგზავრებას.
კომენტარები