დონალდ ტრამპმა ამერიკის ელჩი ევროკავშირში, გორდონ სონდლენდი, გაანთავისუფლა თანამდებობიდან. იგი მეორე ცნობილი მოწმეა აშშ-ს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე, რომელშიც ტრამპი გამართლდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კონგრესის საქმიანობის ხელშეშლის ბრალდებებზე.
სონდლენდის თქმით, მას უთხრეს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი მის გამოწვევას აპირებდა დაკავებული თანამდებობიდან. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დონალდ ტრამპს დასდო ბრალი იმაში, რომ იგი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის მუშაობის გამოძიების დაწყებას აიძლებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსური დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თანამდებობა დაატოვებინეს აგრეთვე სახელმწიფო ადმინისტრაციის ექსპერტს უკრაინის საკითხებში, აშშ-ს არმიის ლეიტენანტ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ვინდმენს, რომელმაც გამოძიებას განუცხადა, რომ ტრამპის მოთხოვნა არაკონსტიტუციური და მოკავშრეთა ურთიერთობის დამაზიანებელი იყო.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა გაიმართა სენატში ორ ბრალდებაზე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის საქმიანობისთვის ხელშეშლაზე- აშშ-ს პრეზიდენტი ორივე საქმეზე გამართლდა.
კომენტარები