ვრცელდება ინფომაცია, რომ დონეცკი უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადება:
რუსეთმა მიგვატოვა – რას წერენ ე.წ. დნრ-ის პროპაგანდისტები:
ცნობამ, რომ უკრაინის არმია დონეცკზე შეტევისთვის ემზადება, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქში. პანიკაზე მეტყველებს ისიც, რომ დნრ-ის ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის დეფიციტია.
პროპაგანდისტული ტელეგრამ-არხი “ჟიზნ ვ დნრ” წერს, რომ რუსეთმა გაიტანა არტილერია და ჰსთ სისტემები, რითაც დონეცკელები პირისპირ დატოვა უკრაინის არმიასთან. “სავარაუდოდ, სისხლისმღვრელი ქუჩის ბრძოლები იქნება”, – ვარაუდობენ პროპაგანდისტები.
კომენტარები