ტელეარხ “დოჟდის”, მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიადკო ფეისბუქზე წერს, რომ არხმა ევროპული მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო და დაგეგმილი აქვთ მაუწყებლობის გაფართოება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
“დოჟდმა” მიიღო ევროპული მაუწყებლობის ლიცენზია. 9 ივნისს მაუწყებლობას ვერ დავიწყებთ, თუმცა ეს მოხდება ძალიან მალე, როცა მზად ვიქნებით. ბევრი გეგმა გვაქვს: ვგეგმავთ მაუწყებლობას სხვადასხვა სტუდიებიდან – ლიეტუვაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და საქართველოში. დავიწყოთ მცირედით და თანდათან გავაფართოოთ საჰაერო ქსელი. ძალიან გვენატრებოდით და იმედია თქვენც მოგენატრეთ”, – წერს ტიხონ ძიადკო
შეგახსენებთ, რომ ლატვიის ელექტრონული მაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ რუსეთში „უცხო აგენტად“ აღიარებულ ტელეარხ დოჟდს, მაუწყებლობის ნებართვა მისცა.
კომენტარები