ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში თბილისში, დილის საათებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
ქვეყანა, რომელსაც უამრავი საკითხი აქვს მოსაგვარებელი, დილიდანვე უნდა ფხიზლობდეს.
ეს კადრები დილის 07.10-07.20 სთ-ის შუალედშია გადაღებული.
ჩემთვის ამ დროა ცარიელი ქუჩების ნახვა წარმოუდგენელია.
უმნიშვნელოვანეს და ნაყოფიერ დროს ვკარგავთ.
მთელი ევროპა დილის 7-8 საათზე იწყებს მუშაობას და 4-ზე ამთავრებს.
ჩვენ 9-10 ვიწყებთ და 6-7 სთზე ვამთავრებთ.
ამის გამო ბევრ რამეზე დრო არ გვყოფნის არც დილით, არც საღამოს.
სულ სადღაც ვჩქარობთ, ვიწყებთ ფართხაფურთხსა და ღელვას.
4-5 სთზე რომ მუშაობას ამთავრებ, რამხელა დრო გრჩება არასამსახურეობრივი საქმეებისთვისა და პირადისთვის, იმან იცის, ვისთვისაც დროის სწორად გადანაწილება ცხოვრების აზრია.
ჩვენ კი დრო არაფერში გვყოფნის, იმიტომ, რომ სწორად არ ვიყენებთ.
კომენტარები