ბრიტანელ მოხალისეს, რომელსაც ე.წ. დონეცკის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, უთხრეს, რომ განაჩენი მალე აღსრულდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს ოჯახის წევრებზე დაყრდნობით. მათი თქმით, ეიდენ ასლინი მათ დღეს დაუკავშირდათ და უთხრათ, რომ მისი სიცოცხლის “დრო იწურება”.
ორ ბრიტანელს, ეიდენ ასლინს და შონ პინერს სიკვდილით დასჯა ე.წ. დონეცკის სასამართლომ მიუსაჯა.
ისინი უკრაინაში 2018 წლიდან ცხოვრობენ და 2021 წლიდან მსახურობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ომის დროს იცავდნენ ალყაში მოქცეულ მარიუპოლს, რის შემდეგაც ისინი დაატყვევეს. რეჟიმის სასამართლომ მათ “დაქირავებულები” უწოდა და ბრალი დასდო ფულის გამო, უცხო ქვეყნის კონფლიქტში ჩართვაში.
შეგახსენებთ, 22 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას, პრემიერმა ღარიბაშვილმაც, საქართველოდან უკრაინაში წასულ მოხალისეებს “დაქირავებულები” უწოდა.
კომენტარები