დღეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 2 წელი შესრულდა. ის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავეს და სასტიკად მოლეს.
დღეს ტატუნაშვილი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გაიხსენეს. გაიხსნა მისი სახელობის სკვერიც.
ტატუნაშვილის დედა აცხადებს, რომ მკვლელები დღემდე არ დასჯილან. მის მშობლებს სასტიკ მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯის იმედი არ აქვს.
“თითქოს გუშინ იყო ეს ყველაფერი. დრო ვერაფერს ცვლის, ძალიან ძნელია აჩიკოს გარეშე ცხოვრება. ერტი პატარა ნატვრა კი შეუსრულდა, რაზეც ოცნებობდა, სტადიონი გაკეთდა სოფელში. დღმდე არ არიან მკვლელები დასჯილი. არც გვაქვს იმედი, რომ დაისჯებიან” – აცხადებს არჩილ ტატუნაშვილის დედა.
კომენტარები