ლორდთა პალატაში საქართველოს შესახებ დებატების მიმდინარეობისას კონსერვატიული პარტიის წევრმა, ადამ ჰოლოუეიმ განაცხადა:
“დროა, რომ საქართველო დაუბრუნდეს თავის დემოკრატიულ ნორმებს და დაკმაყოფილდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნები, რომელიც მის ამჟამინდელ ფიზიკურ მდგომარეობას შეეხება. ყველა ეს ღონისძიება აუცილებელია იმისთვის, რომ გამყარდეს პოლიტიკური ინსტიტუტები დემოკრატიული საფუძველი და საქართველოს საშუალება ჰქონდეს მოიპოვოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც მოსახლეობის 80%-ის გაცხადებული ნებაა”
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები მიმდინარეობს.
კომენტარები