პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“როდესაც ახლა საზოგადოების ნაწილი მელაშვილის კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზას ატრიალებს და ამით ჯიუტად ამტკიცებს მის “მოღალატეობას”, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მართლა არ ესმით რა მოხდა, არამედ:
ეს არის იმ “აგრესიული კონფორმიზმის” გამოვლინება, როდესაც არ გინდა აღიარება რომ ვიღაცამ თავის დროზე “სასარგებლო ბრიყვად” გამოგიყენა, იძალადა შენს ცნობიერებაზე და “ცხვრის” არჩევანი გაგაკეთებინა. გინდა გჯეროდეს, რომ ისევ ჭკვიანი, პრინციპული, ლამაზი ხარ და ამ საამური შეგრძნების შენარჩუნებისთვის მზად ხარ ორი ხანშიშესული კი არა, ნახევარი საქართველო ციხეში ამოალპო უსამართლოდ…
დროა, გულანთებულმა ქართველებმა ხელისუფლებას, რომელმაც უდიდესი ძალისხმევის შედეგად აღმოაჩინა იმის მტკიცებულებები გარეჯი რომ ჩვენია და იპოვა მოღალატეები, დაუსვათ კითხვა -ამ ბრწყინვალედ ჩატარებული სამუშაოს საფუძველზე, როდის აპირებენ გარეჯის დაბრუნებას?!”
კომენტარები