საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:
„დროა საქართველოს ხელისუფლებამ ნელ-ნელა და ფრთხილად დაიწყოს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა,როგორც ამას აკეთებს, მაგალითად,ნორვეგია და ავსტრია.
აღარ გავიმეორებ ბანალურად ქცეულ მოსაზრებას, რომ ეპიდემიის წინააღმდეგ მიღებულმა ზომებმა ეკონომიკური კატასტროფა არ უნდა გამოიწვიოს, რადგან ასეთ შემთხვევაში გაცილებით მძიმე შედეგები დადგება.
არც ისაა საიდუმლო, რომ ჯარიმების სიდიდე არაადექვატური გახლდათ როგორც დარღვევის სიმძიმის, ისე დაჯარიმებულთა გადახდისუნარიანონის თვალსაზრისით.
რეაქცია ამ საფრთხეზე იყო დროული და ეფექტური, ასეთივე უნდა იყოს სისტენის წონასწორობაში მოყვანისაკენ გადადგმული ნაბიჯები.
გავითვალისწინოთ, იგივე კორონავირუსის შემთხვევაში მთავარ საფრთხეს სწორედ არაადექვატური იმუნური პასუხი წარმოადგენს.. “
კომენტარები