ექიმი, ვახტანგ კალოიანი, “ტვ პირველთან” ამბობს:
“ტრაგიკული ვითარებაა, რამდენიმე ადამიანია ნანგრევებში დარჩენილი, სამედიცინო სისტემა სრულადაა მობილიზებული. ამ შემთხვევაში, ადამიანის ჯანმრთელობაა მნიშვნელოვანი, რადგან დროის გასვლის შემდეგ ვითარდება სხვადასხვა სიმპტომები რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.
ახლა უნდა იყოს სრული მობილიზაცია ადამიანების გამოყვანის მიმართულებით. ამ ეტაპზე დანარჩენი სერიოზული დასკვნის გაკეთება ადრეა, ეს ზოგადად არის სისტემური პრობლემის ერთ-ერთი ასახვა, თუმცა, კონკრეტულად ამ სიტუაციაზე მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება ძალიან ადრეა.
ახლა მნიშვნელოვანია სამაშველო ოპერაციის სწორი და დროული მობილიზება. “
კომენტარები