რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უკრაინა კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა. პრესსამსახური ამბობს, რომ შემთხვევა გუშინ, 2 მაისს მოხდა.
“დღეს ღამით კიევის რეჟიმმა სცადა უპილოტო თვითმფრინავების დარტყმა პრეზიდენტის კრემლის რეზიდენციაზე. ორი თვითმფრინავი კრემლისკენ იყო მიმართული”, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამბობს, რომ “მოწყობილობები განეიტრალდა” და რომ პუტინი არ დაშავებულა.
კრემლმა ასევე აღნიშნა, რომ “რუსული მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები სადაც და როცა საჭიროდ ჩათვლის”.
ტელეგრამ არხზე, პესკოვმა აღნიშნა, რომ მომხდარი გავლენას ვერ მოახდენს 9 მაისის აღლუმზე.
გამოცემა Mediazona-მ თავდასხმის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ადგილობრივებმა გადაიღეს.
კომენტარები