ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, ავრცელებს ვიდეოს და წერს:
“აბსურდის სპექტაკლი კოლაბორაციონისტი მთავრობის შესრულებით გრძელდება.
ეს დაუგეგმავი ლაივი, რომელშიც ვსაუბრობ იმის შესახებ, რომ პოლიცია შერჩევითად, კონკრეტულად ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ს წევრებს არ გვიშვებს ერგნეთში, ცხადყოფს ამ ხელისუფლების სამარცხვინო მიდგომას და კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ დაუფარავად, აბსოლუტურად გახსნილად გრძელდება “რუსების არგაღიზიანების პოლიტიკის” გატარება.
მხოლოდ ამ ლაივის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 10 წუთში დაგვრთეს ნება შევსულიყავით ერგნეთში.
თქვენს მაგივრად შემრცხვა ამ სპექტაკლის შემყურე და იმ პოლიციელების ცოდვით დავიწვი, რომლებსაც ამ უღირსი, უკანონო ბრძანების შესრულება დაავალეთ.
დრონი მეფობენ და არა ქოცები!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
ძალა ერთობაშია!”
კომენტარები