კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანის განცხადებას ეხმიანება და წერს:
„თაკო ჩარკვიანი: 13 წლის ასაკში ქუჩაში ანტისაბჭოთა პროკლამაციებს ვაკრავდი. 1975 წელს!
მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია 1977წ. დააპატიმრეს
გია ჭანტურია – 1979წ. ანალოგიური საქმიანობის გამო.
დროზე გააშლევინეთ ქალბატონ თაკოს ლეიბები რუსთაველზე!
თუ არა და…
წარმოდგენაც მზარავს!“,
„კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები? რატომ? პოლონეთში ჩვენზე ნაკლებად მოაზროვნენი არიან, დრამატულ თეატრთან რომ 300 „მატრასი“ ლეიბი დაყარეს პატრიოტებმა, ისე რომ არ უღლიცინიათ, როგორც ზოგიერთმა „აქოურმა“ კომფორტს მორგებულმა „ზარმაცმა“ ოპოზიციონერმა იღლიცინა. მახსოვს, ყოფილი ხელისუფლების დროს ოთხი თვე გარეთ კარვები იყო გაშლილი“.
კომენტარები