ფოთის საკრებულოს დეპუტატი, ლაშა რუხაია:
„ქალაქ ფოთში, ნაბადის უბანში, ფალიაშვილის ქუჩაზე დაიწყეს გზის რეაბილიტაცია, სადაც საფარი უნდა დააგონ, მაგრამ გზას აგებენ ასე, ჯერ ხრეშს ყრიან და შემდეგ ბეტონს ასხამენ პირდაპირ, ქვემოთ სურათში მოცემულია თუ როგორი მასალა უნდა იყოს გამოყენებული ხრეშსა და ბეტონს შორის რომ გზა იყოს ხარისხიანად დაგებული, ხოლო ამ მასალის არ გამოყენება, ნიშნავს იმას რომ რამდენიმე თვეში როდესაც ამ გზაზე სატვირთოები დადიან, ისევ დაზიანდება, ისევ ახალი ტენდერი გამოცხადდება და ისევ კორუფცია იქნება და თანხის მითვისება სახელმწიფოს ხარჯზე.
დროზე, მიხედეთ ამ საქმეს და გამოასწორეთ სანამ დროა.
ამ კომპანიის საქმიანობას, ამ ტენდერს კი რა თქმა უნდა ფოთის ანტიკორუფციული მოძრაობა გამოიკვლევს, დასაბუთებულად შემდეგ გაჩვენებთ სად მიდის ბიუჯეტის ფული!
კომენტარები