სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვლისას აცხადებს:
„დუშკაბინიდან ქადაგება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში არც ისე სასაცილოა, იმიტომ რომ შეიცავს ძალიან დიდი საფრთხეებს. თვითგამოცხადებული ჭორვილელი დიქტატორი ემუქრება ჩვენ მთავარ თავისუფლებებს, პირველი სიტყვის თავისუფლებას – რუსული კანონი დახურავს ყველა დამოუკიდებელ ტელევიზიას, მედიას და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას. პოლიტიკურ თავისუფლებას – ის აპირებს პოლიტიკური ოპოზიციის გაუქმებას, ამის შესახებ ღიად აცხადებს და პარლამენტიდან ოპოზიციის გაყრას. პირად თავისუფლებას – ის გეგმავს ათასობით ადამიანის ციხეში ჩაყრას, მან წარმოადგინა თავისი ჯოჯოხეთური გეგმა ჩვენი ეკლესიის დაუფლების, და კიდევ კარგი, არ გამოუვიდა. მას უნდა ჩვენი აღსარების შინაარსის გაკონტროლება…
ივანიშვილი ემუქრება საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლებას, იმიტომ რომ, საკმარისია ის იყოს ხელისუფლებაში და ევროკავშირი ავტომატურად გაგვიუქმებს უვიზო მიმოსვლას და ჩვენ ვეღარსად ვეღარ გადავაადგილდებით. ბოლოს, ის ემუქრება საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. თუ ეს ყველაფერი გამოუვიდა, ეს ავტომატურად ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმებას და ქართველების უსამშობლოდ დატოვებას”
კომენტარები