ენმ-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ამ ჩვენ ბედკრულ ქვეყანას სულ იმის მტკიცება უწევს, რომ რუსეთის მსახვრალ ხელს არ ვემონებით -ჰეი,შენ ,თავისუფლების და დემოკრატიის მცველო დასავლეთო, გაიგონე ბრძოლაში დაღლილი ქართველი ხალხის ხმა
ასე იყო მაშინაც,როცა თავზე გადაგვახიეს თავისუფალი ნება და სასოწარკვეთილ ქვეყანაში ხმა დაირხა ბეიკერი ჩამოდისო. მაშინ ხმის ექო თუ გასწვდებოდა თავგანწირულ ხალხს, თორემ ტელევიზიები მაშინ არ არსებობდა, იყო ერთი პირველი არხი და შუქის უქონლობის გამო ან ვერ ვუყურებდით და თუ გაგვიმართლებდა და ნათურა აინთებოდა ნატო ონიანის მწყაზარი სახე უნდა დაგვენახა, ან მამუკა არეშიძეს და ნანა ჯაფარიძეს უნდა ეთქვათ -“საღამო მშვიდობისა”..
მოკლედ, პატრიოტების მიერ დაორგანიზებულმა უზარმაზარმა აქციამ მოიცვა ცენტრალური ქუჩები, პარალელურად, ახლანდელ ვარდების მოედანზე ბეიკერი და შევარდნაძე გაღიმებული სახეებით შესცქეროდნენ საჩვენებელი ქართული ანსამბლების ნომრებს და გოშიები დოლ-გარმონს ბოლო ხმაზე იმ მიზეზით ახმაურებდნენ, რომ სტუმრის ლოკაციამდე მისულ მანიფესტაციას, არც მეტი არც ნაკლები, ძაღლები მოგვიქსიეს და დასისხლიანებული ხალხის ბღავილს სცენამდე არ უნდა მიეღწია.
არ ვიცი ამ დროში როგორი წარმოსადგენია რასაც ახლა კითხულობთ, მაგრამ ვისაც ეჭვი გეპარებათ, უყურეთ ვერნერის ფილმს და დარწმუნდებით.
ძაღლებისგან დაგლეჯილი ხალხი ფილარმონიის წინ, მიწისქვეშა გადასასვლელებში ეყარა ..
მოგვიანებით, მაღალი სტუმარი ამავე ქუჩაზე გაატარეს. დღესაც არ ვიცი, გაიგო თუ არა სტუმარმა ჩვენი ხმა, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა გავიარო იგივე გზა, სულ მჯერა – “ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება”…
იმისიც მჯერა, რომ 1936 წელს ხევსურების გაგზავნილი წერილი დღეს მაინც მიაღწევს ადრესატამდე… დღეს მაინც გაიგებენ გიგა ლიქოკელის სიტყვებს “ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრილეის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველ აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში ოართ ჩვენ მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები”
კომენტარები