სოციალური ქსელის ჯგუფში – “ძაღლების კლუბი”, ერთ-ერთმა მომხმარებელმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, როგორ გადაარჩინა ორმა ძაღლმა ის და მისი მეუღლე გაზით გაგუდვისგან:
“ორი დღის წინ, დილის 7 საათი იყო დაწყებული, ამოვარდნენ ოთახში, “ააგდეს” ჩემი მეუღლე საწოლიდან და გარეთ “გაათრიეს”, მართლა ასე მოიქცნენ. აყალმაყალით და ხმაურით შემოვარდნენ, ააგდეს და გარეთ გაათრიეს. ოდნავ შევფხიზლდი და სანამ ოთახში ამობრუნდებოდა, კი მეძინა ისევ. ამოდის ჩემი მეუღლე და ესეც აყალმაყალით, ხატია, ხატიაა გაიღვიძე. ხო ხარ ცოცხალი?! მეთქი რა ჯანდაბა ხდება, რატომ არის ყველაფერი ღია.
“ადექი გამოფხიზლდი ცოტა და მერე ისევ დაიძინე თუ კარგად ხარ”.
თურმე… გაზის მილიდან საშინლად ჟონავდა გაზი. ამოვარდნენ ოთახში და პატრონები გადაარჩინეს, სრულიად გამიზნულად და გააზრებულად. მითხარით ახლა, ამათზე კარგები რომელი არსებები არიან დედამიწაზე,” – წერს ძაღლის პატრონი საკუთარ პოსტში.
კომენტარები