გორში, წმინდაწყლის დასახლებაში სახლი გაქურდეს. შემთხვევა ძველი ახალი წლის ღამეს მოხდა. დაზარალებულები აკოფაშვილები არიან, რომელებიც ამბობენ, რომ სახლიდან წაღებულია 5 ბეჭედი, სამი საყურე და თანხა, 900 ლარის ოდენობით.
“სოფელში ვიყავით წასული და როცა დავბრუნდით, შევნიშნეთ რამდენიმე ადამიანი ფანჯრიდან გადმოდიოდა. მაშინვე გამოვიძახეთ პოლიცია, თუმცა, შედეგი ამ დრომდე არაფერია. სიცივის გამო სუნის ანალიზს ვერ ვიღებთ და არც ანაბეჭდები არ არის თქვენს გარდა არავისიო. ვეჭვობთ, რომ გვითვალთვალებდნენ და ძაღლიც დაადებილეს, იმიტომ რომ არც კი ყეფდა”, -ამბობს დაზარალებული.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
ქართლი.ჯი
ნეტავი “ცივ ქვეყნებში” როგორ ხსნიან საქმეებს?
თუ სადაც ყინვაა – იქ ქურდობა არ ხდება?
დაინახეს ქურდები და ცხელ კვალზე მოსულ პოლიციას სიცივე ხელს უშლია.
აი, დათბება და მერე ნახავთ, ქურდებო! – დაგერევათ პოლიცია!
ალია
კომენტარები