“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გორის საკრებულოში, ბექა ქორჩილავა ხინჩეგაშვილის ამერიკულ საქმიანობას ეხმაურება და ამბობს:
“ქართულ ოცნებას ჰყავს გორში მერი გამოძახებით, რომელსაც არანაირი კვალიფიკაცია არ გააჩნია, არანაირი ცოდნა არ გააჩნია ამ ადამიანს თუ როგორ უნდა მართოს მუნიციპალიტეტი, მაშინ როცა ასობით მოუგვარებელი პრობლემაა. ზამთრის პირობებში, როცა სოფლებში მისვლა წარმოუდგენელია, თოვლი დევს და ტექნიკური მარილიც არაა დაყრილი, ამის შესახებ ინფორმაციაც არ აქვს ამ ადამიანს. სამწუხაროდ, ეს ადამიანი, ძაღლი შინ არ ვარგოდაო, ამით შემიძლია შევამკო გორის მერი”
შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, გორის მერი აშშ-ში ერთ-ერთ სპორტსკოლაში ჭიდაობის მასწავლებლად მუშაობს.
კომენტარები