4 შვილის დედის გარდაცვალებაში ოჯახი სასწრაფოს ექიმებს ადანაშაულებს – 30 წლის ნინო აბრამოვი სოფელ რუისში, მუშაობისას შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილად გამოაცხადა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები “მთავარ არხთან”, ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალს ასთმური შეტევები მანამდეც ჰქონია და მის გადარჩენას დროული რეაგირების პირობებში ახერხებდნენ:
“სასწრაფო მივიდა, მიანება თავი და წავიდა. რომ მივედი ადგილზე, როგორც ძაღლი ისე ჰყავდათ დაგდებული ბავშვი და ზეწარი გადაფარებული, ჭუჭყიან მარშრუტაკში პულსი ესინჯებოდა და წამოვიყვანეთ გორმედში. რომ მოვიყვანეთ პულსი კიდევ არისო. მერე დაღუპულიაო.” ამბობს გარდაცვლილის მამა, გელა აბრამოვი.
“სამუშაოდ იყო წასული რუისში და ცუდად გახდა, სასწრაფო მივიდა. 3 საათი ჰყავდათ ბაღში ცუდად მყოფი. დაიღუპაო უთხრა სასწრაფოს ექიმმა, სინამდვილეში არ ყოფილა დაღუპული და 3 საათი ეწვინათ, როდის მოვლენ მშობლები რომ პროზექტურაში გადავასვენოთო. მშობლები მოვიდნენ და გოგოს პულსი ჰქონდა. წაიყვანეს ხიდამდე, პულსი ჰქონდა, იქ შეუჩერდა და ის 3 საათი ბაღში რომ არ ჰყოლოდათ გაჩერებული, იქნებ გადარჩენილიყო. ვერ გაიგეს მკვდარი იყო თუ ცოცხალი” – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებამდე კლინიკა “გორმედშია”, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ .
კომენტარები