ფილიპინებში ძაღლმა ჩვილი ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა- აღნიშნული ამბავი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე განხილვადი საკითხია უკანასკნელი დღეების განმავლობაში.
მამაკაცი, სახელად ჯანრელ ფუენტეს რევილა ფილიპინების პროვინცია სებუს მთებში ერთ-ერთ ჩვეულებრივ დღეს მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ძაღლი ყეფით შეეგება და გამოეკიდა. მიუხედავად ძაღლის ერთგვარი აგრესიისა, რევილას არ შეშინებია და ეგონა რომ ცხოველი მშიერი იყო და საკვები მიაწოდა, თუმცა აღმოჩნდა რომ ძაღლს ჭამა არ სურდა. რამდენიმე წუთში მამაკაცმა დააფიქსირა, რომ ცხოველი ცდილობდა სხვა ადგილას წაეყვანა და სურდა ჯანრელი უკან გაყოლოდა. ძაღლმა მამაკაცი ნაგავსაყრელთან მიიყვანა, სადაც პირსახოცში გახვეული ახალშობილი აპოვნინა.
მამაკაცმა ვიზუალური დაკვირვებით შენიშნა, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო, იგი პოლიციის სამმართველოს შენობაში მიიყვანა, რომლის შემდეგაც ჩვილის ზრუნვაზე უკვე სპეციალურმა ორგანოებმა ოფიციალურად განაცხადეს. ამგვარად, ზემოხსენებული ამბავი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი – ძაღლი, სახელად ბლექი რომელიც ადგილობრივებს უპატრონო ეგონათ, აღმოჩნდა რომ ჰყავს ოჯახი, სადაც მასთან ერთად კიდევ ოთხ ძაღლზე ზრუნავენ.
საქველმოქმედო ორგანიზაცია Hope for stray-სმა ბლექის ოჯახს დახმარება აღმოუჩინა და სპეციალურად მათთვისა და ძაღლებისთვის საკვები პროდუქტები მიიტანეს საჩუქრად.
წყარო – ნიუპოსტი
კომენტარები