პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
“ყველაზე საჭირო და დროული გეგმა – გაერთიანებული ოპოზიციის პრეცედენტი კიდევ ერთხელ შეიქმნა. “ძალა ერთობაშიამ” საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ოლიგარქი აატირა‼️ ამჯერად, “სტრატეგია აღმაშენებელი” და ენმ სხვა მიზნით გაერთიანდა, ამ ორ პარტიას კიდევ რამდენიმე დაემატება. კიდევ ერთხელ ატირდება ოლიგარქი და ატირდებიან მისი მონებიც… თუმცა, ამჯერად, ბოლომდე ატირდებიან და მოუწევთ ხელისუფლების დათმობა…
პლატფორმის მიზანია, საქართველოში რუსული მთავრობის გადაყენება. ვინც ვამბობთ, რომ რუსული ოცნება მართავს სახელმწიფოს და ამის წინააღმდეგ ვიბრძვით, ვიქნებით გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში. ვინც მხოლოდ ამბობს და არ მოქმედებს, რჩება რუსულ ხომალდზე, რომლებსაც “იმავე” მიმართულებით გავუშვებთ, საითაც უკრაინამ უკვე გაუშვა…
ლევან ხაბეიშვილი ქართული სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად პოზიციონირებს და ქმნის დიდ ერთობას.
ისინი კი, ვინც წერთ, ამბობთ, ფიქრობთ, ახმოვანებთ, რომ ენმ-ში “ვიღაც” მოდის ლიდერად, ბრიყვები ხართ. ძალიან მაგარი ლიდერია ლევანი და ძალიან კარგად უძღვება პოლიტ გამოწვევებს. წარმატებები მას, ჩვენს ქვეყანას და თითოეულ წევრს ეროვნულ გაერთიანებაში‼️
P.S. ხან ვანო მოდის, ხან კეზერაშვილი, ახლა – ვაშაძე… რეალურად, მიშა მოვიდა და ანტიოლიგარქიულ მოძრაობას გააფართოებს ერთობით და ბრძოლით ‼️”
კომენტარები