უცხო ქვეყნის მოქალაქის ბრალდებებს საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ,,პირველებთან” უარყოფს.
კაცი მომხდარის შესახებ არ საუბრობს და მეტი დეტალის გასარკვევად მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამისამართებს.
მისი თქმით, 14 იანვარს ქეიფი არა სახლში, არამედ ეზოში მიმდინარეობდა, რომლის შემდგომაც უკრაინელი ქალი ვინმე ლაშას სასტუმროში წაყვა.
ქეიფი მიდიოდა ეზოში. რაში გაინტერესებთ ჩემი პოზიცია, სადაც არის საქმე, ყველაფერი იქ იკითხეთ. ნუ კლოუნობთ. ჩემი პოზიცია ჩემში მაქვს – აცხადებს გაუპატიურებაში დადანაშაულებული მამაკაცი.
,,ტვ პირველის” ინფორმაციით, ერთი ექსპერტიზა უკრაინელ ქალს ჩაუტარდა და შსს განმეორებითი ექსპერტყიზის ჩატარებას აპირებს.
საფარის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში ბათუმში უკრაინელი ქალი გააუპატიურეს. ბაია პატარაიას თქმით, ქალმა მათ ამ ინციდენტის შესახებ თავად მოუყვა. აღსანიშნავია, რომ ქალისთვის ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ და პოლიციას არც დამნაშავე დაუკავებია.
სამართალდამცვლებმა საზარელი ამბის შესახებ იციან, თუმცა ამ დრომდე არც დაზარალებულის სტატუსი აქვს და არც სავარაუდო მოძალადისთვის გამოუწერითათ შემკავებელი ორდერი.
ახალგაზრდა ქალი მძიმე ამბავს “ტვ პირველთან” იხსნებს და ჰყვება, როგორ იძალადეს მასზე. მისი მონათხრობის თანახმად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 14 იანვარს გახდა, როცა მეზობელმა კაცმა საახალწლო სუფრაზე დაპატიჟა, იქ მისულს კი სახლში სხვა სტუმრებიც დახვდნენ.
უკრაინელი ქალი ამბობს, რომ “განსაკუთრებული სასმელი შესთავაზეს”, რისი მიღების შემდეგაც არაფერი ახსოვს. როცა გონს მოვიდა, სულ სხვა სახლში იმყოფებოდა და მასზე სექსუალურად ძალადობდნენ.
ქალი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რამდენმა პირმა გააუოატიურა. უკრაინის მოქალაქემ მეორე დღესვე მიმართა პოლიციას და თუმცა, რა ეტაპზეა გამოძიების საქმე, მისთვის უცნობია.
ტვ. პირველი
კომენტარები