ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა და თქვა:
ძალადობაზე ლაპარაკობს ნიკა მელია! ძალადობით ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსპეს. წარმოუდგენელია, შუბლზე ასეთი ძარღვგაწყვეტილობა! ნიკანორ მელიამ კიდევ ერთი პერფორმანსი ჩაატარა, რომელიც იმაზე ლაპარაკობს, რომ თურმე, მისთვის ძალადობა მიუღებელია. ასეთ განცხადებებს ეს ხეპრე ადამიანი აკეთებს. ძალადობა მიუღებელია ჩვენთვის და დმანისის ინციდენტის შესაძლო დამნაშავე დავაკავეთ. მათ ვინ დაუკავებიათ ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც არის ადამიანის წამება?! რა უქნეს კობა დავითაშვილს, ვალერი გელაშვილს?!ეს ადამიანები ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს”
კომენტარები