ფოტო – მთავარი არხი
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებებს აქციიდან ეხმაურება და მედიასთან ამბობს:
“რაც მან ილაპარაკა ეს იყო მისი პატრონისთვის სასარგებლო და არა საქართველოსთვის. ამიტომ მის ინტერვიუში საქართველოს საერთოდ არ იყო და ალბათ ბოდიშიც არ გვაქვს მოსახდელი იმიტომ, რომ ეს არ არის საქართველოს მთავრობა.
სირცხვილია, დღეს სახლში ვიჯდე მე, სირცხვილია, რომ იყო პარლამენტში, რომლის ხელმძღვანელობა დარბაზის კარებს არ აღებს. სირცხვილია, იყო იმ მთავრობაში, რომლის პრემიერ-მინისტრის ნათქვამი მოსწონს რუსეთის დუმის წარმომადგენლებს, სირცხვილია იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი და თამაშობდე მოსკოვის “ცსკა-ში”, სირცხვილია, მოგწონდეს SCHALKE 04-ის რეაქცია, რომ გაზპრომი წაიშალა და ამ დროს შენ გასპონსორებდეს VTB ბანკი, ძალიან ბევრი სირცხვილია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ყველა ვართ უკრაინის გვერდში”
კომენტარები