საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
“ამ ეტაპზე რაიმე სახის პანიკური შესყიდვის, რაიმე სახის განსაკუთრებული ქმედებების აუცილებლობა არ დგას. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პროდუქციასაც გარკვეული ვადა აქვს და მერე შეიძლება ჩვენი ოჯახები ჩვენ თვითონ მოვაკლოთ შემოსავალს და აღმოვჩნდეთ ძალიან ბევრი, ზეთით, მაკარონით, შაქრით, ან მარილით ხელში, რომელსაც მერე რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ არ გვჭირდებოდა. რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში არაორდინალური ვითარებაა, მაგარამ ასევე თქვენ ხედავთ უკლებლივ ყველა ნაბიჯს წინასწარ რომ ვთვლით, ვახორციელებთ ბევრ პრევენციულ ღონისძიებას, აქტიურად ვმუშაობთ ყველა სექტორის წარმომადგენელთან, ეს იქნება სავაჭრო, ფარმაცევტული, სამედიცინო, თუ სხვა სექტორი, ყოველდღიურ რეჟიმში ყველა ჩვენი სამთავრობო უწყება და რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკის სექტორის ყველა წარმომადგენელი აქტიურად მუშაობს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის მოლარე, კონსულტანტი მაღაზიაში, გამყიდველი, თუ ნებისიერი ის ადამიანი, რომელიც დღეს საჯარო სექტორს ემსახურება. ყველა ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას, მადლობას თითოეული მოქალაქის მხრიდან. მნიშვნელოვანია ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სექტორი გვეუბნება და არავითარ შემთხვევაში პანიკას არ ავყვეთ“
კომენტარები