ანიტა ფაცაციას დასახმარებლად შექმნილი ფეისბუქ-ჯგუფში ოჯახის ახლობელი, ტრადიციულად, ბავშვის მდგომარეობაზე ბოლო ცნობებს აქვეყნებს:
„70-ე ღამემშვიდობისა ანიტელებო!
ჩვენი გოგოს მდგომარეობა სტაბილური მაგრამ საკმაოდ მძიმეა.
იგი ამ დრომდე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვისა და ეკმოს გულის აპარატზე.
გრძელდება სეფსისის მკურნალობა, ახალ ინფექციასთან საბრძოლველად შერჩეულია ანტიბიოტიკური პრეპარატი, რომლის ეფექტურობის დადგენა გარკვეულ დროს საჭიროებს.
უახლოეს მომავალში ანიტას გაუკეთდება განმეორებითი დოპლეროგრაფია, რითიც დადგინდება კიდურებში სისხლის მიმოქცევის ხარისხი.
დღეს ძალიან ბევრმა მომწერეთ კითხვით თანდაყოლილია თუ არა ანიტას დაავადება რაზეც პასუხია -არა.
ბავშვი დაიბადა ჯანმრთელი და იშვიათად ავადობდა. გარდა ამისა, ახალშობილობის პერიოდში, საპროფილაქტიკოდ აქვს გაკეთებული გულის ულტრასონოგრაფია, რომლის საფუძველზეც გულის არანაირი დაზიანება და თანდაყოლილი დაავადება არ გამოვლენილა.
ანიტამ გადაიტანა ვირუსული ინფექცია, გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მოხდა მისი სტაციონარში მოთავსება, სადაც დაფიქსირდა გულის დაავადება.
თუმცა ჩვენი გოგო ისეთი ძლიერია, რაც არაერთმა ექიმმა დაგვიდასტურა, რომ ვიცით მალე ყველაფერს დაძლევს და დაგვიბრუნდება სამშობლოში“
კომენტარები