აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
,,ღამის 12 დადგა ამერიკაში და სენატმა დაამტკიცა კონგრესის დროებითი, 45 დღიანი ფინანსური გეგმა, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს კრიზისს. მთავრობა აღარ დაიხურება. გადაწყვეტილება ორივე პარტიის შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კონსენსუსის მთავარი ელემენტი უკრაინისათვის დახმარების დროებითი შეწყვეტა იყო.
ძალიან არასასიამოვნო ფაქტია; მაგრამ ასეთია რეალობა.
ცხადია ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს რომ დღეს ან ხვალ რაიმე არსებითად შეიცვლება უკრაინასთან მიმართებაში. უბრალოდ, საარჩევნო წელი დგება და ამომრჩეველთა ასეთი განწყობის გათვალისწინება მოუწევთ ამერიკელ პოლიტიკოსებს. ამიტომ, ამ ეტაპზე საპანიკო არაფერია. უბრალოდ, ძალიან არასასიამოვნო ფაქტია და არასახარბიელო პერსპექტივებზე მიუთითებს.
ახლა ყველაფერი უკრაინელი ჯარისკაცების გმირობაზეა დამოკიდებული. ისევ უნდა მოახდინონ სასწაული და აჯობონ ლოგიკას.
სხვა გამოსავალი არ არსებობს.
უნდა მოასწრონ რუსების დანოკაუტება 2024-ის შემოდგომის დადგომამდე.
ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ამერიკა …
იმედია ევროპა ივარგებს ამერიკის ჯინაზე ?”
კომენტარები