სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გია გაჩეჩილაძის მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება და იმედოვნებს, რომ რუსთაველის გამზირზე რაიმე სახის პროვოკაცია და დაპირისპირება არ იქნება.
ზოგადად ვიტყვი, რომ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვინც ხვალ აპირებს მიიღოს შეკრებაში მონაწილეობა.
თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება დაპირისპირება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, პარლამენტის წინაც არის კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც აპროტესტებენ გარკვეულ პოლიტიკურ მოვლენებს. იმედი მაქვს, რომ ყველას მიეცემა გამოხატვის და შეკრების თავისუფლების სარგებლობის საშუალება და აქცია იქნება სრულიად მშვიდობიანი და არ ექნება არანაირ პროვოკაციას ადგილი”,-თქვა ნინო ლომჯარიამ.
“საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღე”, ხვალ, 13:00 საათზე ევროპის მოედანზე სწორედ ამ სახელით გამართავს მდუმარე აქცია მომღერალი გია გაჩეჩილაძე [უცნობი].
კომენტარები