საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე:
“ძალიან გაუნათლებლებისთვის ვწერ.. კანდიდატის სტატუსის მიღება ნიშნავს რომ, სწორედ ევროკავშირის მეთვალყურეობის, დაკვირვების, დახმარების და მათი მონაწიოლეობის შედეგად მოხდება ქვეყნის კანონმდებლობის გადაყვანა და ჰარმონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან.. სწორედ ევროკავშირი დაგვეხმარება იმაში რომ, ქვეყანაში შეიქმნას დამოუკიდებელი საარჩევნო სისტემა, დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია, რაც მთავარია დამოუკიდებელი სასამართლო, მოიშალოს კლანური მმართველობა, პლიტიკური ველი გაიხსნას და აღარ იყოს ეს ჩაკეტილი სივრცე, ბაზარი გახდეს კონკურენტ უნარიანი, აყვავდეს საშუალო და მცირებიზნესი…
ამიტომ, მიუხედავად ყველა იმ შეცდომისა რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს, ჩვენ ყველანი უნდა ვცდილობდეთ იმას რომ, კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ.. თუნდაც მურუსიძის სასამართლოს და კობახიძის საარჩევნო კომისიების პირობებში.
წერტილი, მძიმე და მრავალწერტილი..”
კომენტარები